ბიძინა ივანიშვილი - თუ რაღაც უბედურება არ დატრიალდა, ხელისუფლებაში არ დავბრუნდები

თუ რაღაც უბედურება არ დატრიალდა, ხელისუფლებაში არ დავბრუნდები, - ამის შესახებ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. ივანიშვილი პოლიტიკაში მის დაბრუნებას მეორედ მოსვლას ადარებს.

"პოლიტიკიდან წამოსვლის წინ გავაკეთე ბევრჯერ განმარტება. საზოგადოებამ ამ 20 წლის განმავლობაში გაიგო, რა არის ხელისუფლება და გაიგო, რომ ხელისუფლება უნდა ექვემდებარებოდეს კონტროლს. "ნაციონალური მოძრაობის" დროს საზოგადოებამ გააცნობიერა, რომ თუ არ აკონტროლე, შეიძლება მივიღოთ ის, რაც მივიღეთ – ხელისუფლება, რომელიც ძალადობდა ხალხზე. თუ საზოგადოება მოახერხებს მართვას, ხელისუფლება იქნება ისეთი, როგორიც სურს საზოგადოებას. ის ჭარბი ნდობა, რაც გამაჩნდა საზოგადოებისგან, საზიანო იქნებოდა ქვეყნისთვის. ჭარბი ნდობა მოადუნებდა იმ მუხტის განვითარებას, რათა საზოგადოებამ გააცნობიეროს, რომ პატრონი ამ ქვეყნის არის საზოგადოება. აქედან გამომდინარე, ჩემი პოლიტიკაში დაბრუნება არ იქნება სწორი, თუ ამის აუცილებლობა არ დადგა და ღმერთმა ნუ ქნას დადგეს. მეორედ მოსვლას ვადარებ ჩემს მოსვლას. რაღაც უბედურება უნდა მოხდეს ამისთვის", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ის პოლიტიკიდან ნებივრობისთვის არ წასულა. "რაღაც უბედურება უნდა მოხდეს, რომ ჩემი პოლიტიკაში დაბრუნების აუცილებლობა დადგეს. მე არ წამოვედი იმიტომ, რომ ვნებივრობ. მე დღეს იქ ვარ, სადაც ჩემს ყოფნას მეტი ფასი აქვს. მე აქ იმიტომ, ვარ რომ გავაკეთო ჩემი გასაკეთებელი", - აღნიშნა ივანიშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება