ივანიშვილის ორგანიზაცია მოქმედ და ყოფილ ხელისუფლებებზე დოკუმენტურ ფილმებს გადაიღებს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დაფუძნებული "საზოგადოება 2030" ქვეყანაში კორუფციისა და ნეპოტიზმის საკითხებზე დოკუმენტურ ფილმებს გადაიღებს. ამის შესახებ ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, დოკუმენტურ ფილმებში აქცენტი სწორედ მოქმედ მთავრობაში აღნიშნული მიმართულებებით არსებულ ვითარებაზე იქნება.

"ჩვენ ვაპირებთ პერმანენტულად გავაკეთოთ დოკუმენტური ფილმები კორუფციასა და ნეპოტიზმზე, მათ შორის, რა თქმა უნდა, ის სწორედ მოქმედ მთავრობაზე იქნება. მეც ძალიან მაინტერესებს ჟურნალისტებთან ერთად გავიგო სიმართლე. ჩემი გადმოსახედიდან, არაფერი მსგავსი არ ხდება. ის, რომ თემა ზედმეტად ანგაჟირებულია და პრემიერს ხელს უშლის, ამასაც კარგად ვხედავ", - განაცხადა ივანიშვილმა.

აღნიშნულის გარდა, ყოფილი პრემიერის თქმით, დაგეგმილია "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობაზე მრავალსერიანი მხატვრული ფილმის გადაღებაც. "ძალიან სერიოზულად ვმუშაობთ მხატვრული ფილმის გადაღებაზე "9 + 1". სახელი ალბათ მიგანიშნებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობაზე გვინდა მრავალსერიანი (200-ზე მეტი სერია იქნება) ფილმის გაკეთება. 2 წლის ანალიზსაც ვაკეთებთ - 2012 წლიდან დღემდე, მათ შორის არა მხოლოდ მთავრობის, არამედ მთლიანად საზოგადოების აქტიური ნაწილის", - აღნიშნა ივანიშვილმა.

მისი თქმით, ტელეპროექტები ეთერში თებერვლის ბოლოდან მარტის დასაწყისისთვის გავა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება