მინდია ჯანელიძე - ნატო-ს სასწავლო ცენტრის ერთ-ერთ ადგილად ვაზიანი განიხილება

ნატო-ს სასწავლო ცენტრის ერთ-ერთ ადგილად ვაზიანი განიხილება, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, მინდია ჯანელიძემ ჟურნალისტებს ვაზიანში სამხედრო წვრთნის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს სასწავლო ცენტრისთვის ადგილის მოძიების პროცესი და ერთ-ერთ ადგილად ვაზიანი განიხილება.

"ამჟამად მიმდინარეობს ნატო-სთან ერთობლივი წვრთნის შეფასების ცენტრის ადგილის მოძიება. ეს პროცესი გრძელდება. ვაზიანი არის ერთ-ერთი ადგილი, სადაც შეიძლება ეს ცენტრი გაიხსნას", - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.

რაც შეეხება დღევანდელ წვრთვნას, როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღეს ჩატარდა მეოთხე ბრიგადის ერთ-ერთი დანაყოფის საჩვენებელი წვრთნა, სადაც გამოყენებული იყო თითქმის ყველა საცეცხლე საშუალება. მინისტრის თქმით, სწავლებაში მონაწილეობა მიიღო საავიაციო და საარტილერიო ძალებმა. როგორც ჯანელიძემ განმარტა, ჩატარდა კომბინირებული წვრთნა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება