ალექსანდერ ვერშბოუ - საქართველოს ჯარი საუკეთესოებს შორისაა

საქართველოს ჯარი საუკეთესოებს შორისაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდერ ვერშბოუმ ვაზიანში განუცხადა, სადაც სამხედრო წვრთნას დაესწრო. მისი თქმით, ქართველი სამხედროები ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ ავღანეთში.

"ჩემთვის შთამბეჭდავია ის წვრთნა, რაც ვაზიანში მიმდინარეობს საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ. მოხიბლული ვარ მათი პროფესიონალური უნარებით. ძალიან შთამბეჭდავი ღონისძიებაა და კიდევ ერთხელ დასტურდება ის, რაც ხშირად მომისმენია ნატო-სა და ამერიკელი მეთაურებისგან, რომ საქართველოს ჯარები საუკეთესოებს შორისაა. ისინი ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ ავღანეთის ოპერაციებში მონაწილეობით. ამ არმიას დიდი პოტენციალი აქვს მომავალში", - განაცხადა ვერშბოუმ.

გარდა ამისა, ვერშბოუს თქმით, მომავალ თვეს საქართველოში ნატოს სასწავლ ცენტრის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით ექსპერტები ჩამოვლენ. "ეს იქნება ერთ-ერთი ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი, რომელსაც ნატო საქართველოსთან ერთად შექმნის მომავალი თვეების განმავლობაში. მომავალ თვეს ექსპერტები ჩამოვლენ", - განაცხადა ვერშბოუმ.

თავდაცვის მინისტრის, მინდია ჯანელიძის განცხადებით, ვაზიანის სამხედრო ბაზა ნატო-ს სასწავლო ცენტრისთვის ერთ-ერთ ადგილად განიხილება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება