შალვა ოგბაიძე "სითი პარკის" 10 ლარიანი ჯარიმების ფინანსური ამნისტიის ინციატივით გამოდის

დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა" თბილისის მერიას ახალი ინიციატივით მიმართავს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "გაერთიანებული დემოკრატებიდან" აცნობეს, ინიციატივა "სითი პარკის" 10 ლარიანი ჯარიმების ფინანსურ ამნისტიას გულისხმობს. ფრაქციის წევრის, შალვა ოგბაიძის განცხადებით, ჯარიმების ამოღება, რომელიც მოქალაქეებს საქარე მინაში ხვდებათ ან ამინდის გათვალისწინებით არ ხვდებათ, პრაქტიკულად შეუძლებელია.

"ეს თანხები დაკარგულია, როგორც მერიისა თუ "სითი- პარკისთვის, ასევე ბიუჯეტისთვისაც. ვინაიდან ამ ჯარიმების არსებობის შესახებ მძოლების 90%-მა არაფერი იცის. ხოლო მოქალაქეებს ჯარიმა, საურავი ვერ დაერიცხებათ თუ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი მათ ხელზე არ ჩაბარდათ", - აცხადებენ "გაერთიანებული დემოკრატები.

ფრაქცია "გაერთიანებული დემოკრატები" მიზანშეწონილად მიიიჩნევენ, რომ მერიამ უარი თქვას ამ ჯარიმების "სითი პარკთან" გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე გათვალისწინებულ 60 %-იან წილზე და მოუწოდოს თავის პარტნიორ სითი პარკს", მანაც უარი თქვას უპერსპექტივო ჯარიმების 40 %-ზე. "გაერთიანებული დემოკრატების" ცნობით, საკრებულოს ფრაქციის ინიციატივა მერიაში დღეს გადაიგზავნება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა