ალექსანდრ ვერშბოუს ინფორმაციით, ნატო-ს საწვრთნელი ცენტრის ადგილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მომავალ თვეში იქნება მიღებული

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის, ალექსანდრ ვერშბოუს ინფორმაციით, ნატო-ს საწვრთნელი ცენტრის განთავსების ადგილთან დაკავშირებით ქართველ პარტნიორებთან შეთანხმებით საბოლოო გადაწყვეტილება მომავალ თვეში იქნება მიღებული.

როგორც ვერშბოუმ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უკვე წლის ბოლოსთვის ცენტრი "ოპერატიული გახდება".

"ჩვენ ჩამოვაყალიბებთ საქართველოში წვრთნის და შეფასების ცენტრს. აქ უკვე იმყოფებიან სამხედრო მრჩევლების გარკვეული რაოდენობა და ისინი კიდევ ჩამოვლენ. ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს, რომ გაძლიერდეს, დაჩქარდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების რეფორმირების პროცესი. ეს ცენტრი, ალბათ, ოპერატიული გახდება წლის ბოლოსთვის. მე ვიმედოვნებ, რომ ქართველ პარტნიორებთან მომავალ თვეს მოხდება საბოლოო შეთანხმება, სად იქნება განლაგებული აღნიშნული საწვრთნელი ცენტრი. ასევე გვექნება დეტალური საუბარი ამ მისიის მასშტაბისა - რა მასშტაბის იქნება, რა ტიპის სამხედრო წვრთნების განხორციელება შეგვეძლება ჩვენ აქ, საქართველოში", - განაცხადა ალექსანდრ ვერშბოუმ.

მისივე განმარტებით, გეგმის აღსრულება სწორედ "ძირითადი გადაწყვეტილებების" მიღების შემდგომ დაიწყება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება