ალექსანდრ ვერშბოუ - საქართველო უახლოვდება ნატო-ს, მაგრამ არ დავიწყებ სპეკულაციას გაწევრიანების ზუსტ თარიღთან დაკავშირებით

საქართველო უახლოვდება ნატო-ს, მაგრამ არ დავიწყებ სპეკულაციას გაწევრიანების ზუსტ თარიღთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუმ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, მათ არასდროს უთქვამთ "დედლაინის" შესახებ. "უელსში მიღებული გადაწყვეტილება კიდევ უფრო ფოკუსირებულს ხდის საქართველოს ძალისხმევას ამ მიმართულებით. ჩვენ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, გავაკეთებთ. საქართველო თავის გასავლელ გზას გაივლის. ქვეყანა უახლოვდება ნატო-ს, მაგრამ არ დავიწყებ სპეკულაციას გაწევრიანების ზუსტ თარიღთან დაკავშირებით.ჩვენ არასდროს გვითქვამს "დედლაინის" - საბოლოო ვადის შესახებ", - განაცხადა მან.

ამასთან, ვერშბოუს თქმით, ალიანსი გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოს გაუჩნდეს დამატებითი შესაძლებლობა, მიაღწიოს საკუთარ დასახულ მიზანს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება