გიორგი მარგველაშვილი - რაც უფრო მეტ პროექტს განვახორციელებთ, უფრო მეტად დავუახლოვდებით ნატო-ს

რაც უფრო მეტ პროექტს განვახორციელებთ, უფრო მეტად დავუახლოვდებით ნატო-ს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდერ ვერშბოუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე შეფასებით, ალიანსთან ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას კარგი იმპულსი აქვს. "მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა მადლობა ბატონ ვერშბოუს იმ სამუშაოებისთვის, რაც ამ ეტაპზე განხორციელდა. ამ ვიზიტს მოჰყვება კიდევ ბევრი, არაერთი ტექნიკური ჯგუფის ვიზიტი, რომელთა მიზანი უესლში მიღებული პაკეტის იმპლემენტაცია იქნება. ეს ეხება როგორც წვრთნისა და შეფასების ცენტრს, ასევე სხვა ტიპის პროექტებს - ამ პაკეტის სხვა ნაწილებს. ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას ძალიან კარგი იმპულსი აქვს როგორც ჩვენი ნატოელი პარტნიორების მხრიდან, ასევე საქართველოს შიგნით, თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის ჩართულობით", - განაცხადა მარგველაშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ საწვრთნელ ცენტრს, საქართველოს პრეზიდენტის განმარტებით, ეს ყველაფერი არის, ერთი მხრივ, ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაღრმავებისკენ გადადგმული ნაბიჯი, მეორე მხრივ კი, ამ ნაბიჯებს მივყავართ ნატოს წევრობისკენ. "შესაბამისად, რაც უფრო მეტ ასეთ პროექტს განვახორციელებთ, ეს კიდევ უფრო დაგვაახლოებს ალიანსთან", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა