ირაკლი შოთაძე - გამოძიების მიერ მოპოვებულ კონკრეტულ კვალზე ამ ეტაზე ვერ ვისაუბრებ

ერთ-ერთი ვერსიაა, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობა დაკავშირებულია მისი შვილის მკვლელობის საქმესთან. ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ირაკლი შოთაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, გადაცემა "რეაქციაში" ჩართვისას განაცხადა.

"რაც შეეხება ვერსიებს და იმას, განვიხილავთ, თუ არა ჩვენ ერთ-ერთ ვერსიად ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმესთან ამ მკვლელობის კავშირს, რა თქმა უნდა, ასეთი ვერსია განიხილება, რადგან ყველამ ვიცით, რომ ბატონი იურის საზოგადოებრივი აქტივობისა და ცხოვრების ძირითადი მიზანი იყო, ეს საქმე გახსნილიყო. ერთ-ერთი ვერსიაა, რომ მისი მკვლელობა დაკავშირებულია მისი შვილის საქმესთან. შემიძლია, ამ ეტაპზე ვთქვა, რომ ეს ერთ-ერთი ვერსიაა, თუმცა გამოძიების მიერ მოპოვებულ კონკრეტულ კვალზე ამ ეტაზე ვერ ვისაუბრებ, უპირველეს ყოვლისა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მინდა ყველამ გაგვიგოს", - განაცხადა შოთაძემ.

შოთაძის თქმით, ზურა ვაზაგაშვილის საქმის გამოძიების პროცესში პროკურატურას იური ვაზაგაშვილთან აქტიური კავშირი ჰქონდა.

"მას ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ჰქონდა ინფორმაცია და წვდომა ჰქონდა ამ მტკიცებულებებთან და რა თქმა უნდა, არიან მთელი რიგი მოწმეები, რომლებიც ამ საქმეზე საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას გვაწვდიან, შესაბამისად, ამის შესახებ მეც ვიყავი ინფორმირებული, ბატონი იურიც და ყოველდღიურად ხდებოდა ჩვენს შორის ამ ინფორმაციის ურთიერთგაცვლა, რათა რაც შეიძლება მალე დადებულიყო შედეგი და იმ კითხვებს პასუხი გასცემოდა, რომელიც საზოგადოებაში არსებობს ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმესთან დაკავშირებით", - განაცხადა შოთაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა