არსებული ინფორმაციით, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის   უფროსის ყოფილი მოადგილე  ირაკლი ფირცხალავა დააკავეს

არსებული ინფორმაციით, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა დააკავეს. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან ლევან ბეროძე და კახა ნაკანი.

არსებული ინფორმაციით, ისინი პროკურატურამ დააკავა და საქმე ე.წ. კორტების სპეცოპერაციის  დროს ზურაბ  ვაზაგაშვილის მკვლელობას  ეხება

პროკურატურაში ჯერ კომენტარი არ გაკეთებულა.

ირაკლი ფირცხალავა, რომელიც კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე იყო, 2006 წლის 2 მაისს კორტებთან ჩატარებულ სპეცოპერაციის დაგეგმვაში მონაწილეობდა. ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახის მტკიცებით, მანქანაში მყოფი ახალგაზრდების მისამართით ცეცხლის გახსნის ბრძანება სწორედ ფირცხალავამ გასცა.

გარდა ამისა, გასულ კვირაში კიდევ ერთ საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა, უჩა ნანუშავილმა ისაუბრა განაცხადა, რომ ირაკლი ფირცხალავამ ერთ-ერთ მსჯავრდებულს, გათავისუფლების სანაცვლოდ, ბუტა რობაქიძის დედის, ია მეტრეველის მკვლელობა დაუკვეთა.

"სახალხო დამცველს ახსნა-განმარტებით მიმართა ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა, სადაც ის აცხადებს, რომ 2008 წლის ივლისში დააკავეს საქართველოს შსს კრიმინალური პოლიციის მაშინდელმა თნამშრომლებმა გიორგი ხიზანიშვილმა და გიორგი ჭანტურიამ, რის შემდეგომ ირაკლი ფირცხალავასა და კახა ლეგაშვილთან მიიყვანეს. მსჯავრდებული აცხადებს, რომ ირაკლი ფირცხალავა მას დაემუქრა ნარკოტიკული დანაშაულით პაუსხისმგებაში მიცემით, ხოლო თავისუფლების სანაცვლოდ გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი უნდა მოეკლა. ასევე უნდა მოეძებნა პირი, რომელიც ზურაბ ვაზაგაშვილის წინააღმდეგ მიცემდა ჩვენებას, ამ უკანასკნელის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ. ირაკლი ფირცხავალამ ლ.შ- თანამშრომლობის შემთხვევაში გათავისუფლებას და ნარკოტიკულ დანაშაულზე ხელშუხებლობას დაპირდა", - აღნიშნა სახალხო დამცველმა.

იხილეთ ვიდეო: კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ირაკლი ფირცხალავა დააკავეს?

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო