ადვოკატის ინფორმაციით, ირაკლი ფირცხალავას და მასთან ერთად დაკავებული ორი პირის გარდა, სამი ყოფილი სპეცრაზმელიც დააკავეს

ადვოკატის ინფორმაციით, ირაკლი ფირცხალავასა და მასთან ერთად დაკავებული ორი პირის გარდა, კიდევ სამი ყოფილი სპეცრაზმელია დაკავებული.

ამის შესახებ ადვოკატმა დარეჯან გილაშვილმა მთავარ პროკურატურაში მისვლისას ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ყოფილი სპეცრაზმელები ჩაკვეტაია, ალელიშვილი და ჯაფარიძე დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მთავარ პროკურატურაში გადაჰყავდათ და დაცვა სთხოვეს.

"დამიკავშირდნენ და მითხრეს რომ მათზე დაკავების ოქმებია გამოწერილი და გადაჰყავთ პროკურატურაში", - განაცხადა დარეჯან გილაშვილმა.

ადვოკატმა აღნიშნა, რომ ყოფილი სპეცრაზმელების დაკავება სავარაუდოდ ირაკლი ფირცხალავას საქმეს უკავშირდება. თუმცა, ადვოკატს ჯერ არ აქვს ინფორმაცია, თუ რა ბრალდებას წარუდგენენ ყოფილ სპეცრაზმელებს.

დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებული არიან  კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა, შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-6 განყოფილების ყოფილი გამომძიებელი  ლევან ბეროძე და თბილისის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი მეთაური  კახა ნაკანი.

ოფიციალური განცხადება მათი დაკავების შესახებ ჯერ არ გაკეთებულა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს