ზაზა ჭაია ირაკლი ფირცხალავასა და კახა ნაკანის დაკავებას პოლიტიკურ დაკავებას უწოდებს

სამართალდამცველთა დაცვის ლიგის ერთ-ერთი დამფუძნებელი ზაზა ჭაია ირაკლი ფირცხალავასა და კახა ნაკანის დაკავებას პოლიტიკურ დაკავებას უწოდებს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ზაზა ჭაიამ განაცხადა, ფირცხალავასა და ნაკანის დაკავება პოლიტიკურ სივრცეშია გადასული და სამართლებრივი სივრციდან არის გასული.

"პოლიტიკოსებმა პროკურატურას წინასწარ გამოუცხადეს სამუშაო ვერსია, დასაპატიმრებელი პოლიციის ოფიცრების სახელები და გვარები დაუდგინეს და ასევე პატიმრობის ვადები. ეს გახლავთ პოლიტიკური დევნა და პოლიტიკური დაკავებები", - განაცხადა ზაზა ჭაიამ.

მისივე ინფორმაციით, ორგანიზაციას დაგეგმილი აქვს ყველა უცხოეთის საელჩოს წარმომადგენლებთან შეხვედრა და აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება.

"მათ წარვუდგენთ პოლიტიკოსების განცხადებებს, რომლებშიც ისინი სახელებს და გვარებს წინასწარ აცხადებდნენ იმ ადამიანებისა, ვინც უნდა დაეკავებინათ. დეპუტატებმა და პოლიტიკოსებმა საქმეს წინასწარ მისცეს კვალიფიკაცია, ეს დაკავებები ხელოვნურად შეკოწიწებული მტკიცებულებებით განხორციელდა. ჩვენებები, როგორც ვიცით, არის რამდენიმე კრიმინალის მიერ მიცემული", - განაცხადა ზაზა ჭაიამ.

მისივე თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ ამ დროისთვის კახა ნაკანი და ირაკლი ფირცხლავა დაკავებული არიან. რაც შეეხება ლევან ბეროძეს და ალექსანდრე ალელიშვილს, ზაზა ჭაია მათი დაკავების შესახებ ზუსტ ინფორმაციას არ ფლობს.

არსებული ინფორმაციით, კორტების სპეცოპერაციასთან დაკავშირებით 6 ადამიანი არის დაკავებული. მთავარ პროკურატურაში ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებენ, თუმცა ადვოკატ დარეჯან გილაშვილის ცნობით, ირაკლი ფირცხალავას, შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-6 განყოფილების ყოფილი გამომძიებელის ლევან ბეროძისა და თბილისის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი მეთაურ კახა ნაკანის გარდა, დაკავებულია კიდევ სამი ყოფილი სპეცრაზმელი _ ჩაკვეტაია, ალელიშვილი და ჯაფარიძე. ამასთან, ადვოკატს ჯერ არ აქვს ინფორმაცია, თუ რა ბრალდებას წარუდგენენ ყოფილ სპეცრაზმელებს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო