ადვოკატი - პროკურატურა ირაკლი ფირცხალავას და დანარჩენ 10 პირს ბრალად განზრახ მკვლელობას უყენებს

ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ირაკლი ფირცხალავას და დანარჩენ 10 პირს, პროკურატურა ბრალად განზრახ მკვლელობას უყენებს.

როგორც მთავარი პროკურატურის დატოვების შემდეგ დაკავებული ირაკლი ფირცხალავას ადვოკატმა დავით ხაჟალიამ განაცხადა, უშუალოდ ირაკლი ფრიცხალავას ბრალად განზრახ მკვლელობის ორგანიზება და მტკიცებულებათა ფალსიფიცირების ორგანიზება ედება.

ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებული სპეცრაზმის ყოფილ თანამშრომლებს განზრახ მკვლელობა ედებათ ბრალად, მათ შორის კახა ნაკანსაც.

დავით ხაჟალიას ინფორმაციით, დაკავებულია ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძეც, რომელსაც ედავებიან მტკიცებულებების ფალსიფიცირებას.

ამასთან, ადვოკატის თქმით, დღეს პროკურატურაში 11-დან არც ერთი პირის დაკითხვა არ მომხდარა.

"დღეს მოხდა მათი დაკავება, რის შემდეგაც ისინი სხვადასხვა იზოლატორებში გადაიყვანეს. დაკითხვა მოხდება დღეს საღამოს, ან ხვალ", - განაცხადა დავით ხაჟალიამ.

რაც შეეხება ირაკლი ფირცხალავას პოზიციას, ადოკატი აცხადებს, რომ მისი ბრალდება არადამაჯერებელია.

"დაკავების ოქმში, მას ადანაშაულებენ იმაში, რომ დაგეგმა და ორგანიზება გაუკეთა, ასევე სპეცოპერაციით შენიღმა მის მიერ დაგეგმილი მკვლელობა, რაც არის აბსურდული", - განაცხადა ხაჟალიამ.

ადვოკატის ინფორმაციით, ირაკლი ფირცხალავა დიღმის პოლციიის მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, ხოლო კახა ნაკანი ე.წ. მოდულის შენობაში.

სხვა დაკავებულებიც, ადვოკატის ინფორმაციით, წინასწარი დაკავების იზოლატორებში გადაჰყავთ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!