ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ პრაქტიკულად ყველა გახმაურებული საქმე გამოვიძიეთ

ჩვენ  პრაქტიკულად ყველა გახმაურებული საქმე გამოვიძიეთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზურაბ ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა. მისივე განმარტებით, რამდენიმე საქმე იყო გამოსაძიებელი და ერთ-ერთი სწორედ აღნიშნულ საქმეს შეეხებოდა.

"დაველოდოთ დღეს პროკურატურის ინფორმაციას, ოფიციალური განცხადება იქნება გაკეთებული. რაც შეეხება ჩემს პოლიტიკურ შეფასებას, შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ სათავეში მოსვლის შემდეგ პრაქტიკულად ყველა გახმაურებული საქმე გამოვიძიეთ, დარჩენილი იყო რამდენიმე საქმე, ეს გახლდათ ერთ-ერთი მათგანი. სამწუხაროდ, მძიმე მემკვიდრეობა გვერგო და მათი გამოძიება იყო აუცილებელი. ბევრი საქმის გამოძიება დასრულების სტადიაშია, რჩება ერთ-ორი გახმაურებული საქმე, რომელიც გამოძიების პროცესშია და ძალიან მალე დასრულდება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს