იურიდიული პირებისთვის გაზის გაძვირებამ შესაძლოა, პურის ფასის მატება გამოიწვიოს

პურპროდუქტების ასოციაციის პრეზიდენტის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, იურიდიული პირებისთვის გაზის ტარიფის გაძვირება პურის ფასის მატებას გამოიწვევს.

როგორც მალხაზ დოლიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, თუ დღევანდელი ფასებით ვიანგარიშებთ, პურის ფასი დაახლოებით 90 თეთრი - 1 ლარამდე გაიზრდება.

"მე მაგალითად, ჩემს პურზე ვიანგარიშე და 10 თეთრი ემატება. ყველას მოემატება, მაგრამ მე ვერ ვიტყვი ყველას მაგივრად. გააჩნია ვის როგორი ღუმელი აქვს. საერთოდ ეს არ არის კარგი პროცესი. ჩვენ, მეწარმეები, ველოდებოდით, რომ ფასი დაეწიათ, პირიქით აწიეს. რომ აცხადებენ ქართველი მეწარმეების სამეწარმეო გარემო უმჯობესდებაო, ეს არის გაუმჯობესება? ", - განაცხადა მალხაზ დოლიძემ. მისივე თქმით, ყველაზე მძიმე ტვირთად ბუნებრივი აირის გაძვირება ქართული პურის თონეებს დააწვება.

1-ელი მარტიდან, თბილისში, იურიდიული პირებისთვის გაზის ტარიფი 15 თეთრით გაძვირდება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ეკა სარიამ განუცხადა.

"გამომდინარე იქიდან, რომ კომპანია გაზს მომწოდებლისგან დოლარის კურსის შესაბამისად ვყიდულობთ და ვყიდით ლარში, ჩვენ იძულებული გავხდით, კურსის ცვლილების გამო, გაგვეზარდა ტარიფი 15 თეთრით, ოღონდ, მხოლოდ იურიდიული პირებისთვის", - აღნიშნა ეკა სარიამ. მისივე ინფორმაციით, დღეისათვის 1 კუბური მეტრი გაზის ტარიფი 75 თეთრს შეადგენს და 1-ელი მარტიდან 90 თეთრი გახდება. "ცვლილება ძალაში შედის 1-ელი მარტიდან. უბრალოდ, ჩვენ შესაბამისი შეტყობინებები დავუგზავნეთ ყველა იურიდიულ პირს ერთი თვით ადრე", - განაცხადა ეკა სარიამ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო