ვაზაგაშვილის ახლობლები მოითხოვენ, რომ აღმკვეთი ღონისძიების გამოცხადებაზე ჭირისუფლებს დარბაზში შესვლის საშუალება მიეცეთ

ვაზაგაშვილის ოჯახის ახლობლები და მხარდამჭერები მოითხოვენ, რომ აღმკვეთი ღონისძიების გამოცხადებაზე ჭირისუფლებს დარბაზში შესვლის საშუალება მიეცეთ.

ამ მოთხოვნის გამო უფლებადამცველ ირაკლი კაკაბაძესა და ბრალდებულების ახლობლებს შორის მორიგი დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების დროს ორივე მხრიდან ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას.

კაკაბაძის თქმით, პროცესს "ზონდერები" ესწრებიან, რაც მათთვის მიუღებელია. ირაკლი კაკაბაძე მოითხოვს, რომ მკვლელებს და მათ დამცველებს არ მიეცეს დარბაზში შესვლის საშუალება.

ირაკლი კაკაბაძემ და სოსო რობაქიძემ მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებს სთხოვეს, რომ აღკვეთის გამოცხადების დროს მკაცრად გააკონტროლონ, თუ ვინ დაესწრება პროცესს და შეუშვან მხოლოდ ჭირისუფალი და დაზარალებულის წარმომადგენელი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს