კომპანია "ჰუალინგ ჯგუფი" საკუთარ პროექტში მიმდინარე გაყიდვების რაოდენობას დადებითად აფასებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ჰუალინგ ჯგუფიდან" აცნობეს, კომპანიამ თავისი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დეველოპერული პროექტის "თბილისის ზღვის ახალი ქალაქის" პირველი ეტაპი 2014 წელს დაასრულა და ბინების გაყიდვები გასული წლის დეკემბერში დაიწყო.
"საახალწლო გაყიდვების შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. ამის მთავარი მიზეზი კი მშენებლობის ხარისხი, პერსპექტიული ადგილმდებარეობა, შეძენის ყველაზე მოქნილი პირობები და რაც მთავარია კონკურენტული ფასებია - ჩვენთან, უკვე დასრულებული, გარემონტებული ბინის ფასი კვადრატული მეტრი 635$-დან იწყება.
"ჰუალინგ ჯგუფის" მიზანია ყველას, როგორც საქართველოში მცხოვრებ, ასევე მის ფარგლებს გარეთ მყოფ ქართველებს, მისცეს ბინის შეძენის საშუალება თბილისში", - განაცხადა კომპანიის გაყიდვების სამსახურის უფროსი მარიამ ბახუტაშვილმა.
"თბილისის ზღვის ახალი ქალაქი" მომხმარებელს სთავაზობს დასრულებულ, გარემონტებულ, კომფორტულ ბინებს, უნიკალურ, ჯანსაღ გარემოში, გამართული ინფრასტრუქტურითა და მრავალფეროვნად გამწვანებული სარეკრიაციო ზონებით.
"ჰუალინგ ჯგუფის" წევრი "ბაზისბანკი" კი ბინის შეძენის მსურველებს დამატებითი უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის გარეშე, მარტივი სესხით სარგებლობას სთავაზობს.
წინასწარი სავალდებულო შენატანი ბინის ღირებულების მხოლოდ 10 %-ია. ამასთან კომპანია "ჰუალინგ ჯგუფში" დასრულებულ, გარემონტებულ ბინებზე ასევე მოქმედებს 3 წლიანი შიდა უპროცენტო განვადებაც.