კახა კალაძე ვერ აკონკრეტებს, როდემდე გადავადდება კომერციული ობიექტებისთვის გაზის გაძვირება

ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე პრემიერი კახა კალაძე ვერ აკონკრეტებს, რა ვადით შეიძლება მოხდეს კომერციული ობიექტებისთვის გაზის საფასურის გაძვირების გადავადება.

როგორც კალაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, "ყველაფერი 1 მარტამდე გაირკვევა".

მისივე განმარტებით, საფასურის გაძვირების გადავადების საკითხზე" სოკართან" მოლაპარაკება უკვე დაწყებულია.

"რაც შეეხება გაზის გაძვირებას, მხოლოდ კომერციულ ობიექტებზე იყო საუბარი. როგორც იცით, ეს კურსთა შორის სხვაობას უკავშირდებოდა. ყველაზე სერიოზული პრობლემები შეექმნა "ყაზტრანსგაზს" და თბილისში არსებულ კომპანიებს, რომლებიც დედაქალაქის მოსახლეობას ბუნებრივი აირით ამარაგებენ. შესაბამისად, მათ გააკეთეს განაცხადი, რომ კურსთა შორის სხვაობის გამო აუცილებელია, კომერციულ ობიექტებს, პურის საცხობების გამოკლებით, გაეზარდოთ ტარიფი, თუმცა "სოკართან" განვიხილავთ ყველა შესაძლებლობას, რომ ამ ეტაპზე არ მოხდეს გაზის ფასის გაძვირება", - განაცხადა კალაძემ.

კომერციული ობიექტებისთვის გაზის საფასურის ზრდა 1 მარტიდან იგეგმება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს