"რუსეთს არ უნდა მივცეთ უფლება, რომ ევროპის რუკა გადაწეროს", - ამის შესახებ, "ბიბისის" ცნობით, ბრიუსელში მყოფმა აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა განაცხადა.
"ეს არის ის დრო, როდესაც ევროპა და აშშ ერთად უნდა დადგნენ. უკრაინას სჭირდება ფინანსური დახმარება და მხარდაჭერა ჩვენგან", - აღნიშნა ბაიდენმა.
მისივე თქმით, მოსკოვი უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციას მებრძოლებისა და ტანკების გაგზავნით ცდილობს. ამას გარდა, პუტინი მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებების, მათ შორის მინსკის მემორანდუმის იგნორირებას ახდენს.
ჯოზეფ ბაიდენი ბრიუსელში ევროპელ კოლეგებთან ერთად სწორედ უკრაინის კრიზისზე მსჯელობს.