კოტე კუბლაშვილი - მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნა შესაძლოა, მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, კოტე კუბლაშვილის შეფასებით, მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნა შესაძლოა სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის "მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველი" აღმოჩნდეს .

როგორც კუბლაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში, საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, ეს კანონმდებლებმა უნდა გაითვალისწინონ და შესაბამისი ნორმის გაუქმება უზრუნველყონ.

"ვენეციის კომისიამაც არაერთხელ მიუთითა, რომ ეს შეიცავს ძალიან დიდ საფრთხეს დამოუკიდებლობისთვის და ასეთი დებულებები უნდა იქნეს ამოღებული როგორც კონსტიტუციიდან, ისე კანონმდებლობიდან. ასე, რომ ვფიქრობ, ჩვენმა კანონმდებლებმა ეს უნდა გაითვალისწინონ, რადგან სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის მართლაც მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს", - განაცხადა კუბლაშვილმა.

რაც შეეხება იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის, ალექსანდრე ბარამიძის განცხადებას, რომ მოსამართლეთა უვადო დანიშვნა გერმანიაშიც ხდება, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, გერმანიაში აღნიშნული ნორმა "სხვა რამეს ნიშნავს".

"გერმანელები თავად ამბობენ, ნუ გადაიღებთ ჩვენგან ამ ვარიანტს, რადგან ეს არ არის ჩვენი ვარიანტი, რომელიც თქვენ მოამზადეთო. ჰკითხეთ თავად გერმანელებს - იქ სულ სხვა რამეს ნიშნავს გამოსაცდელი ვადა და არა იმას, რაც ჩვენთანაა", - აღნიშნა კუბლაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება