თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ მოსამართლეები უვადოდ დანიშვნამდე გამოსაცდელი ვადით უნდა ინიშნებოდნენ

მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი ეთანხმება იუსტიციის სამინისტროს იმ პოზიციას, რომლის მიხედვითაც, მოსამართლეები უვადოდ დანიშვნამდე გამოსაცდელი ვადით უნდა ინიშნებოდნენ .

როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, იუსტიციის სამინისტროს და იმ პოზიციას ეთანხმება, რომლის მიხედვითაც, მოსამართლეები უვადოდ დანიშვნამდე 3 წლიანი - გამოსაცდელი ვადით უნდა ინიშნებოდნენ.

'"მე ვიზიარებ ალექსანდრე ბარამიძის მოსაზრებას. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ის, რაც წერია კონსტიტუციაში, მომწონს. ბევრი რამ არ მომწონს ჩვენ კონსტიტუციაში, ამიტომ ეს იშვიათი შემთხვევაა", - აღნიშნა ხიდაშელმა.

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე კონსტიტუციაში მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით განწესების მექანიზმის გაუქმების საფუძველს ვერ ხედავს.

'"ჩემი აზრით, არავითარი საფუძველი ამ ცვლილების შეტანისთვის არ გვაქვს. ჯერ უნდა ვნახოთ ახალი ცვლილებები როგორ ამოქმედდება. რა საფუძველი არსებობს ახლა, რომ ის უნდა შეიცვალოს?" - განაცხადა ბარამიძემ.

რაც შეეხება მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნის მოწინააღმდეგეთა არგუმენტს, რომ ეს მსოფლიოში არააპრობირებული პრაქტიკაა, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის მტკიცებით, მსოფლიო პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ მოსამართლეები ზოგიერთ ქვეყანაში გარკვეული ვადით ინიშნებიან.

'"მათ შორის ეს ხდება ისეთ დემოკრატიულ ქვეყანაში, როგორიცაა გერმანია"', - აღნიშნა ბარამიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება