ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითში ტრაილერი გადაბრუნდა, რომელსაც 10-ზე მეტი ავტომანქანა გადაჰქონდა. არსებული ინფორმაციით, ტრაილერი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელმა ზაზა წულაძემ განუცხადა, ტრაილერს დაახლოებით 10-ზე მეტი ავტომობილი გადაჰქონდა, საიდანაც ოთხი მანქანა ნიგოითში მცხოვრები ერთ-ერთი მოსახლის ნაკვეთში გადავარდა.