ნიკო ფიროსმანის ქუჩა შესაძლოა, სამუზეუმო სივრცედ იქცეს

თბილისში ნიკო ფიროსმანის ქუჩა შესაძლოა, სამუზეუმო სივრცედ იქცეს. თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატის, რიმა ბერაძის ინიციატივით, ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმსა და მის მიმდებარე ტერიტორიას შესაძლოა, რეაბილიტაცია ჩაუტარდეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის საკრებულოში განუცხადეს, რიმა ბერაძემ აღნიშნული წინადადებით დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართა.

ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს საკრებულოში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი, ასევე საქართველოს კულტურის მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე და სხვა პირები ესწრებოდნენ. როგორც საკრებულოში აცხადებენ, რიმა ბერაძემ შეხვედრის მონაწილეებს ფიროსმანის ქუჩასთან დაკავშირებით დეტალურად გააცნო საკუთარი ხედვები და მხარეებს ფიროსმანის ეპოქისთვის დამახასიათებელი დუქნებისა და სამიკიტნოების მსგავსი ობიექტების აღდგენის, ასევე სავაჭრო ცენტრების განთავსების ინიციატივით მიმართა. ბერაძემ ასევე გამოთქვა მოსაზრება მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში მოწესრიგდეს ფიროსმანის სიმბოლური საფლავი.

საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა ამ ინიციატივას დადებითი შეფასება მისცა და აღნიშნა, რომ იმისათვის, რომ არ დაირღვეს მოსახლეობის უფლებები და თბილისმაც არ დაკარგოს ძველი იერსახე, აუცილებელია ისეთი ინვესტორის შერჩევა, რომელიც ყველა კრიტერიუმს დააკმაყოფილებს.

თავის მხრივ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკო ანთიძემ აღნიშნა, რომ შეიქმნება სპეციალური ჯგუფები, რომლებიც მოამზადებენ დასკვნას, რის შემდეგადაც უკვე ეტაპობრივად მოხდებ არა მარტო ამ ქუჩის, არამედ ძველი თბილისის სხვა ქუჩების რეაბილიატაცია-რეკონსტრუქცია.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან