გოგლა ჟვანია - ცხედრების ექსჰუმაცია, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში მოხდება

ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას ძმის, გოგლა ჟვანიას განცხადებით, ზურაბ ჟვანიასა და რაულ იუსუპოვის ცხედრების ექსჰუმაცია, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში მოხდება.

როგორც გოგლა ჟვანიამ ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო გამოშვება "ქრონიკაში" სტუმრობისას განაცხადა, ამ ეტაპზე გამოძიების პროცესში მტკიცებულებების შეგროვება მიმდინარეობს.

"ვუახლოვდებით იმ მომენტს, როდესაც ჩატარდება ძალიან მნიშვნელოვანი ექსპერტიზები არსებულ ნივთმტკიცებებზე. ამ პროცესში ჩართული იქნებიან, სავარაუდოდ უცხოელი ექსპერტები და საბოლოოდ ალბათ მოხდება გვამების ექსჰუმაცია", - აღნიშნა გოგლა ჟვანიამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, დაანონსების მიუხედავად, რატომ ჭიანურდება გვამების ექსჰუმაცია, გოგლა ჟვანიამ უპასუხა, რომ ჯერჯერობით ამ თემაზე საუბარი უჭირს.

"ამას ჰქონდა როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური მიზეზები. ყოველ შემთხვევაში, ეს ალბათ უახლოეს მომავალში მოხდება", - აღნიშნა გოგლა ჟვანიამ.

ამასთან, გარდაცვლილი პრემიერის ძმამ პროკურატურიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე განაცხადა, რომ ექსპერტი ლევან ჩაჩუა ექსპერტიზის განმავლობაში ცხედრებს საერთოდ არ მიკარებია და ყველა პროცედურა სანიტრებმა შეასრულეს.

"ექსპერტიზის პროცესი თავიდან ბოლომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატორის მიერ არის გადაღებული. მე ფირი ბუნებრივია არ მინახავს, მაგრამ ისინი, ვინც ნახა, მეუბნებიან, რომ ბატონი ლევან ჩაჩაუა საერთოდ არ მიკარებია ცხედრებს ექსპერტიზის განმავლობაში. მთელ ექსპერტიზას, გაკვეთას, ყველა პროცედურას ასრულებდნენ სანიტრები", - განაცხადა გოგლა ჟვანიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი