პეტრო პოროშენკო - ჯერჯერობით კარგი ამბები არ არის

მინსკში "ნორმანდიული ოთხეულის" შეხვედრა განახლდა, - ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება. უკრაინის, რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებმა ცოტა ხნის წინ შეხვედრის ოთახი დატოვეს, თუმცა მოგვიანებით კვლავ დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას.

"ფრანს-პრესის" ცნობით, შესვენების დროს უკრაინის პირველმა პირმა, პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ "ჯერჯერობით კარგი ამბები არ არის".

მისივე თქმით, რიგი საკითხების შეთანხმება რუსულ მხარესთან ამ დრომდე ვერ ხერხდება, თუმცა, შეთანხმების იმედი ჯერ კიდევ არსებობს.

პარალელურად უკრაინული მედია იტყობინება, რომ 14-საათიანი შეხვედრის შედეგად ოთხი ქვეყნის ლიდერმა ერთობლივი დოკუმენტი შეიმუშავეს, რომლის 80 პროცენტიც უკვე შეთანხმებულია.

შეთანხმება 14 თებერვლიდან ცეცხლის შეწყვეტას და კონფლიქტის რეგიონიდან სამხედრო ტექნიკის გაყვანას ითვალისწინებს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. გაიმართება შეთანხმებული დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიალიც. დოკუმენტს ხელი დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულმა მმართველებმაც უნდა მოაწერონ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს