მინსკის მოლაპარაკებების შედეგად, უკრაინელ მფრინავს ნადეჟდა სავჩენკოს გაათავისუფლებენ

მინსკში გამართული მოლაპარაკებების შედეგად, რუსეთში დაკავებული უკრაინელი მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების შესახებ შეთანხმდნენ.

"როიტერის" ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ განაცხადა.

სავჩენკოს რუსეთში ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში და რუსეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ადანაშაულებდნენ. დღეს მიღწეული შეთანხმდებით კი, ის რუსულმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს.

უკრაინული მედიის ცნობით, მინსკში "ნორმანდიული ოთხეულის" შეხვედრის შედეგად მხარეები ასევე შეთანხმდნენ ყველა მძევლის 19 დღის განმავლობაში გათავისუფლებაზეც.

მინსკში "ნორმანდიული ოთხეულის" შეხვედრა გუშინ დაიწყო და დღეს 16 საათიანი მოლაპარაკების შემდეგ დასრულდა. მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებდნენ უკრაინის, რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის პირველი პირები.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება