ანგელა მერკელი - იმედის ნაპერწკალი გაჩნდა, თუმცა, ილუზიები არ გვაქვს

ახლა უკვე გაჩნდა იმედის ნაპერწკალი, თუმცა, ჩვენ არ გვაქვს ილუზიები, - ეს კომენტარი გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა მინსკში "ნორმანდიული ოთხეულის" შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება.

ანგელა მერკელის თქმით, აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დასრულების მიზნით, კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რისთვისაც მხარეებს ბევრი მუშაობა მოუწევს.

რუსეთის, უკრაინის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებმა მინსკში გამართული შეხვედრის შედეგად მიაღწიეს გარკვეულ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც 15 თებერვლიდან დონბასში ცეცხლი უნდა შეწყდეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება