ფრანსუა ოლანდი - მინსკის შეთანხმებები გრძელვადიან პერსპექტივაში წარმატების გარანტიას არ იძლევა

საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის განცხადებით, მინსკის შეთანხმებები, რომლებიც უკრაინაში კონფლიქტის შეწყვეტისკენ არის მიმართული, გრძელვადიან პერსპექტივაში წარმატების გარანტიას არ იძლევა. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება.

"ეს შეთანხმებები ითვალისწინებს იმას, რომ კვლავ გამოვიჩენთ სიმტკიცეს და კვლავაც გავაგრძელებთ ზეწოლას", - აღნიშნა ოლანდმა ბრიუსელში.

მისი თქმით, ჯერ კიდევ ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს და უახლოესი საათები გადამწყვეტი იქნება. "ჩვენ ვართ დროის კრიტიკულ წერტილში. მიღწეულია შეთანხმება, რომელიც გაცილებით მეტია, ვიდრე იმედის სხივი და ამავდროულად, ეს არის წერტილი, სადაც ჯერ კიდევ შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს - მომდევნო საათებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება