ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტი - მერკელმა და ოლანდმა თავისი ქვეყნების ეკონომიკის გადასარჩენად უკრაინა გაწირეს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მინსკის მოლაპარაკებებზე უკრაინა გაწირეს საკუთარი ქვეყნების ეკონომიკური ინტერესების გამო. ამის შესახებ უკრაინულ სააგენტო "უნიანს" ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტმა იაცეკ ჩარნეცკიმ მინსკის მოლაპარაკებების კომენტირებისას განუცხადა.

"მერკელმა და ოლანდმა ევროკავშირის მონაწილეობის გარეშე და საკუთრი ქვეყნების ეკონომიკის დასაცავად უკრაინა გაწირეს. ეს მშვიდობა გაცილებით მომგებიანია მოსკოვისთვის, ვიდრე კიევისთვის, რადგან ეს დეფაქტოდ რუსეთის მიღწევის პოლიტიკურ სანქცირებას იწვევს. ეს არ არის უკრაინის გამარჯვება. ვფიქრობ, დღეს რუსეთში უფრო უხარიათ, ვიდრე უკრაინაში", - განაცხადა ჩარნეცკიმ.

მისი თქმით, ევროპულ სახელმწიფოთა ნაწილს სურდა ნებისმიერ ფასად ჰქონოდათ სიმშვიდე და მათ ეს გამოუვიდათ.

"თუ ვინმეს ჰგონია, რომ სეპარატისტებს არ მოესურვებათ უკრაინის მიწის ერთი ასეული ან ჰექტარი მიითვისონ, ძალიან ცდება", - განაცხადა ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება