თსუ-ში კრებულის "ქართული მემარცხენეობის ქრესტომათია" პრეზენტაცია გაიმართება

თსუ-ში, ხვალ, სტუდენტური კვლევის შედეგად მომზადებული კრებულის - "ქართული მემარცხენეობის ქრესტომათია" პრეზენტაცია გაიმართება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ქრესტომათია თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებმა ირაკლი ირემაძემ, სოფო შუბითიძემ, ხვიჩა ყაზაიშვილმა და ლევან ლორთქიფანიძემ მოამზადეს.

როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, წიგნში გაერთიანებულია გასულ საუკუნეებში ცნობილი ქართველი სოციალ-დემოკრატების, სოციალისტ-ფედერალისტების, ანარქისტების, ფემინისტებისა და რადიკალი მარქსისტების პუბლიცისტური წერილები. ამავე გამოცემაში იბეჭდება 1919 წლის 14-16 თებერვალს გამართული საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნებში მონაწილე მემარცხენე პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამები. კრებულში ასევე ქვეყნდება მემარცხენე მოძრაობის წარმომადგენელთა ანალიტიკური სტატიები ეროვნული საკითხის შესახებ.

თსუ-ს ინფორმაციით, წიგნის გამოცემა მოხერხდა არასამთავრობო ორგანიზაციის, "შენ დემოკრატიისთვის", მონაწილეობით და The National Endowment for Democracy-ის მატერიალური მხარდაჭერით. წიგნის ტირაჟის ნაწილი ღონისძიების მონაწილეთა შორის გავრცელდება.

პრეზენტაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები დაესწრებიან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა