,,არდი“ - ქართული სადაზღვევო ბაზრის ყველაზე ახალგაზრდა ლიდერია

ქართული სადაზრვევო ბაზრის ყველაზე ახალგაზრდა ლიდერმა სადაზღვევო კომპანია არდიმ გასული წლის მონაცემებით წამყვანი პოზიციები დაიკავა არა მხოლოდ მოზიდული პრემიების მიხედვით, არამედ ზარალების ანაზღაურების მოცულობითაც. გასული წლის განმავლობაში არდი-ს მიერ ანაზღაურებულმა ზარალმა 15 მილიონ ლარამდე შეადგინა.

2014 წელს ანაზღაურებული ზარალები პროდუქტების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:

• სამედიცინო დაზღვევის მიმართულებით ანაზღაურდა თითქმის 10 მილიონი ლარი

• ავტო დაზღვევის მიმართულებით ანაზღაურდა 1,7 მილიონი ლარზე მეტი

• ფინანსური რისკების დაზღვევის მიმართულებით ანაზღაურდა თითქმის 2 მილიონი ლარი

„არდის“ დამფუძნებლის არმაზ თავაძის განცხადებით, სადაზღვევო კომპანიის შეფასების ერთერთი მთავარი კრიტერიუმი არის ანაზღაურებული ზარალების მოცულობა და ანაზღაურების მოქნილი, გამარტივებული და სამართლიანი პროცედურები, რითიც არდი ბაზარზე ნამდვილად გამოირჩევა.

თავაძე აცხადებს, რომ 2014 წელი კარგი წელიწადი იყო კომპანიისთვის თავისი სუბიექტური თუ ობიექტური გამოწვევებით. მისი თქმით, მიუხედავად სწრაფი ზრდისა, „არდი“-ს უწევს არსებული საბაზრო კონიუქტურის გათვალისწინება.

,, ჩვენი პროდუქტები თავისი ხარისხის ადეკვატურ ღირებულებას ჯერ კიდევ ვერ მიუახლოვდა. ეს ერთი მხრივ გამოწვეულია კონკურენტების გაუაზრებებლი დემპინგური პოლიტიკით და მეორე მხრივ მოსახლეობის დაბალი მსყიდველუნარიანობით.

ჩვენ კომპრომისს ხარისხის ხარჯზე ვერ გავაკეთებთ, ამიტომაც გვიწევს შედარებით რთული გზის გავლა.“ , - აცხადებს არმაზ თავაძე.

2015 წელს კომპანია 12-15%-იან ზრდას და რამდენიმე ახალი პროდუქტის დანერგვას გეგმავს.

„არდი“-ს მიზანი არ არის რეიტინგში კონკრეტული ადგილისთვის ბრძოლა. კომპანიას აქვს ამბიცია იყოს ყველაზე ხარისხიანი, ეფექტური და სამართლიანი.

ჩვენ წმინდა სადაზღვევო ბიზნესით ვართ დაკავებული, რაც იმას ნიშნავს, რომ არ ვართ მიბმული რომელიმე ბანკთან, ფარმაცევტულ კომპანიასთან ან სხვა სახის ბიზნესჯგუფთან, რომლისთვისაც დაზღვევა მხოლოდ დამატებითი აქტივობაა.

მიგვაჩნია, რომ ეს სწორი ბიზნესმოდელია. კომპანიის არსებობის ხუთი წლის მანძილზე „არდიმ“ უკვე შექმნა კარგი საფუძველი შემდგომი განვითარებისათვის. ძალიან საინტერესო გეგმა გვაქვს სამომავლოდ მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო ამაღლებისათვის“, - აცხადებს „არდის“ დამფუძნებელი.

წინასწარი მონაცემების მიხედვით 2014 წელს „არდი“-ს მოზიდული პრემია 2013 წელთან შედარებით დაახლოებით 12%-ით გაიზარდა და 23,2 მილიონი ლარი შეადგინა.

კომპანიის მენეჯმენტის პროგნოზით არდი წელსაც მოხვდება ქვეყნის საუკეთესო ხუთ კომპანიას შორის.

გასულ წელს კოპანიამ გახსნა ორი ახალი სერვის ცენტრი და გამოიტანა რამდენიმე ახალი პროდუქტი.

ზრდა შეეხო პრაქტიკულად ყველა სახის სადაზღვევო პროდუქტს, მაგალითისთვის:

• სამედიცინო დაზღვევის გაყიდვები გაიზარდა 12%-ით 2013 წელთან შედარებით და 12 მილიონ ლარს გადააჭარბა

• კორპორაციული და საცალო ავტოდაზღვევის გაყიდვები გაიზარდა თითქმის 20%-ით და 2,6 მილიონ ლარს მიაღწია

• ფინანსური რისკების დაზღვევის მიმართულებით 18%-იანი ზრდა დაფიქსირდა და 3 მილიონი ლარი შეადგინა.

(R)

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის