ნინო გვენეტაძე - ღირებულებები, რითაც მე სასამართლოში მივდივარ, მოქმედი სასამართლო კორპუსისთვის მისაღები უნდა იყოს

ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტიას იძლევა. როგორც ნინო გვენეტაძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე მისი კანდიდატურის წარდგენის შემდეგ განუცხადა, სასამართლო ხელისუფლებაში ყველა ინსტანციის დონეზე პრობლემა იკვეთებოდა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მხრივ, რომელიც საზოგადოებაში გარკვეულწილად ეჭვს ბადებდა ყოველთვის, რომ გადაწყვტილება იყო უკანონო და უსამართლო.

"ამ მიმართებით ყურადღების გამახვილება უკვე მოხდა და ჩემი სასამართლოს თავმჯდომარედ წარდგენის შემთხვევაში, მე შევეცდები, რომ ისე, როგორც ევროპულ და დასავლურ სასამართლო და მართლმსაჯულებების სისტემებშია დამკვიდრებული, ვიზრუნო მოსამართლეთა პროფესიული დონის ამაღლებაზე. ეს იქნება წინაპირობა დასაბუთებული გადაწყვეტილებების შესაქმნელად, რაც კითხვებს აღარ დაუტოვებს პროცესის მონაწილე მხარეებს მიღებული გადაწყვეტილებების უკანონობასთან დაკავშირებით", - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

კითხვაზე, იმ დროს, როდესაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უმრავლესობაში არიან მოსამართლე წევრები, რა შანსი აქვს რეფორმების განხორციელების, ნინო გევენტაძემ განაცხადა, რომ იუსტიციის საბჭოს იცნობს ორგანიზაციული კუთხითაც, პიროვნულადაც იცნობს იქ მომუშავე ბევრ მოსამართლეს და ასევე არამოსამართლე წევრებს.

"მე ვიცი ის პრობლემები, რაც მათ გადაწყვეტილების მიღების დროს ექმნებათ ხმათა რაოდენობის მოგროვების მხრივ. ჩემი მიდგომა, როგორც მე განვაცხადე, არის მოსამართლეთა კორპუსთან თანამშრომლობა და არა მათთან კონფრონტაცია. ამიტომ, მე შევეცდები, კანონის მიერ დაშვებული ყველა გზითა და საშუალებით მივაღწიო მათთან საერთო ენის გამონახვას. რამდენადაც ვფიქრობ, რომ ის ღირებულებები, რითაც მე მივდივარ სასამართლოში, მისაღები უნდა იყოს თვით მოქმედი სასამართლო კორპუსისთვის.

კითხვაზე, სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტიას თუ იძლევა, ნინო გვენეტაძემ განაცხადა: "კი, ვიძლევი".

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს