ნინო გვენეტაძე მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნას "საფრთხის შემცველად" არ მიიჩნევს

პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი ნინო გვენეტაძე მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნას "საფრთხის შემცველად" არ მიიჩნევს.

როგორც გვენეტაძემ ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე, შესაბამის შეკითხვაზე საუბარისას განაცხადა, მთავარია, მოსამართლეები იყვნენ ერთ გუნდად შეკრულნი და გააჩნდეთ უნარ-ჩვევები მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მისაღებად.

"მე არ ვფიქრობ, რომ მოსამართლეთა 3-წლიანი, გამოსაცდელი ვადით დანიშვნა რაიმე საფრთხის შემცველია. თუ მოსამართლეები იქნებიან ერთ გუნდად გაერთიანებულნი და თუ მათ აღმოაჩნდებათ უნარები მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მისაღებად, გამოსაცდელი ვადა ვერ შექმნის რაიმე საფრთხეს, მაგრამ თუკი ამ კუთხით პრობლემა მაინც გამოიკვეთება, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოსამართლემ კი არ იბრძოლოს და სასამართლო კორპუსმა ზურგი აქციოს, არამედ პირიქით – მთელი კორპუსი დაირაზმოს მოსამართლის უფლებების დასაცავად, სანიმუშო უნარები და მაღალი პროფესიული დონე გამოამჟღავნოს, რომ ის არ დათმობს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის სტანდარტს", - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

აღნიშნულ კონტექსტში, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის თქმით, პოსტზე დამტკიცების შემთხვევაში ის კანონმდებლობაში ჩადებული შესაბამის მუხლს დაიცავს, თუმცა "თუ კანონს ხარვეზები აღმოაჩნდება", მისი შეცვლისთვის იბრძოლებს.

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძე გუშინ დაასახელა. მოქმედ თავმჯდომარეს, კონსტანტინე კუბლაშვილს ვადა 23 თებერვალს ეწურება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება