ევა გოცირიძე - უმჯობესი იქნებოდა პრეზიდენტს პარლამენტისთვის რამდენიმე კანდიდატურა წარედგინა

უმჯობესი იქნებოდა პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პარლამენტისთვის რამდენიმე კანდიდატურა წარედგინა, - ამის შესახებ ევა გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც ერთ-ერთი იყო იმ 28 კანდიდატს შორის, საიდანაც ქვეყნის პირველმა პირმა არჩევანი გააკეთა.

გოცირიძის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტი ნინო გვენეტაძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს, პრეზიდენტს იგივე პროცედურების გავლა თავიდან მოუწევს, რაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევას გააჭიანურებს.

"კანონი ითვალისწინებს პრეზიდენტის მიერ კანდიდატის წარდგენას პარლამენტში, მაგრამ იქნებ სწორი ყოფილიყო რომ მომხდარიყო რამდენიმე კანდიდატურის შეთავაზება - 3 ან 5 კანდიდატურის წარდგენა, რათა ერთი პროცედურის მეშვეობით მომხდარიყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა _ თუ ერთი კანდიდატი ვერ მიიღებდა საკმარის მხარდაჭერას, შემდეგ ბედი ეცადა მეორეს, მესამეს და ა.შ. მე წარმატებას ვუსურვებ ნინო გვენეტაძეს, მაგრამ, არსებული ფორმით, თუ მოხდა ისე, რომ მან საკმარისი ხმები ვერ მოაგროვა, პრეზიდენტს ხელახლა მოუწევს ახალი კანდიდატის შერჩევის პროცედურის დაწყება. ეს გააჭიანურებს თავმჯდომარის არჩევას", - განაცხადა ევა გოცირიძემ.

რაც შეეხება ზოგადად ნინო გვენეტაძის კანდიდატურას, ის პრეზიდენტის არჩევანს მიესალმება და მას "ღირსეულ კანდიდატად" მიიჩმნევს.

"ვერ ვიტყვი, რომ არ მქონდა მოლოდინი იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტს არჩევანი შესაძლოა ჩემზეც გაეკეთებინა. ვფიქრობ, მეც, ისევე როგორც ნინო გვენეტაძე ვიყავით შესაფერისი კანდიდატურები, მაგრამ ეს იყო პრეზიდენტის გადასაწყვეტი. ნინო გვენეტაძე მართლაც ერთ-ერთი ის კანდიდატია, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ამ თანამდებობას და მე მას წარმატებას ვუსურვებ", - აღნიშნა გოცირიძემ.

ამასთან, ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე გოცირიძემ მოსამართლეობიდან ნინო გვენეტაძის გათავისუფლების საკითხზეც ისაუბრა და კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, მისი აზრით, გვენეტაძის სასამართლო სისტემაში დაბრუნება არ უნდა მოხდეს.

"მე არასდროს მითქვამს ნინო გვენეტაძეზე, რომ მას არ გააჩნია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობის დაკავების უფლება. პირიქით, ყველა ჟურნალისტთან გამოვხატე ცალსახა აზრი იმის თაობაზე, რომ ის არის ღირსეული კანდიდატი. მეტიც, სწორედ მე ვიყავი ის პიროვნება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რომელმაც შევისწავლე ნინო გვენეტაძის და მისი კოლეგების საჩივარი და გავაკეთე დასკვნა, რომ დისციპლინური პროცედურები მათ მიმართ მართლაც სრულიად უსაფუძვლოდ იყო გამოყენებული და რომ ისინი დისციპლინურმა კოლეგიამ ყოველგვარი ლეგიტიმური საფუძვლის გარეშე გაათავისუფლა თანამდებობიდან", - აღნიშნა ევა გოცირიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძე გუშინ დაასახელა. მოქმედ თავმჯდომარეს, კონსტანტინე კუბლაშვილს ვადა 23 თებერვალს ეწურება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა