თეა წულუკიანი მოხარულია, რომ პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად ქალი კანდიდატი წარადგინა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მოხარულია, რომ პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად ქალი კანდიდატი წარადგინა.

როგორც თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს დღეს, თელავში სტუმრობისას განუცხადა, მეტი ქალი, მათ შორის მართლმსაჯულების სისტემაში წამყვან პოზიციებზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

"ძალიან მიხარია, რომ პრეზიდენტმა წარმოადგინა კანდიდატი ქალი. ჩემი აზრით, უფრო მეტი ქალი, მათ შორის მართლმსაჯულების სისტემაში წამყვან პოზიციებზე, არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რათა ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვყალიბდეთ ძლიერ და დემოკრატიულ სახელმწიფოდ. ქალბატონი ნინო გვენეტაძე არის სისხლის სამართლის ძალიან დიდი სპეციალისტი და პროფესიონალი. რაც შეეხება მის დამტკიცებას ამ პოზიციაზე, თქვენ იცით, რომ მთავრობა არ მონაწილეობს პროცესში, ამ თემაზე კომპეტენცია აქვს მხოლოდ საქართველოს პარლამენტს, სადაც როგორც ვიცით, ამჟამად შიდა კონსულტაციები მიმდინარეობს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე პარლამენტს ნინო გვენეტაძის კანდიდატურა წარუდგინა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება