კონსტანტინე კუბლაშვილი ნინო გვენეტაძის კანდიდატურაზე ჯერ კომენტარს არ აკეთებს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, კონსტანტინე კუბლაშვილი საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატ, ნინო გვენეტაძესთან დაკავშირებით ამ დროისთვის კომენტარს არ აკეთებს.

მისი თქმით, მას არ სურს, რომ პარლამენტში განხილვამდე წინასწარ კომენტარები გააკეთოს.

"არ მინდა წინასწარ გავაკეთო კომენტარები, რადგან პარლამენტში არ არის განხილული ეს საკითხი. საბოლოო სიტყვა პარლამენტს ეკუთვნის", - განაცხადა კუბლაშვილმა.

რაც შეეხება გვენეტაძის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს, კუბლაშვილის თქმით, ეს დიდი ხნის წინ მომხდარი ამბავია და წარსულს არ ჩაუღრმავდება.

"დღესაც შეიძლება განსხვავებული შეფასებები იყოს ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს დიდი ხნის წინანდელი საკითხია და წარსულში ჩაღრმავება არ იქნება სწორი", - განაცხადა კუბლაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება