კონსტანტინე კუბლაშვილი მომავალ თავმჯდომარეს მოუწოდებს, მოსამართლეთა უვადო დანიშვნისთვის ყველაფერი გააკეთოს

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი მომავალი თავმჯდომარის მთავარ გამოწვევად დამოუკიდებლობას ასახელებს.

როგორც კუბლაშვილმა ჟურნალისტებს უზენაეს სასამართლოში განუცხადა, მისი თავმჯდომარეობის პერიოდში ამ მხრივ სასამართლომ დიდი პროგრესი განიცადა.

"როდესაც ვკითხე ამერიკის შეერთებული შტატების უზენასი სასამართლოს თავმჯდომარეს მთავარი გამოწვევის შესახებ, მან მითხრა, რომ ეს არის დამოუკიდებლობა. ბუნებრივია, ჩვენთანაც იგივეა. ჩვენ ძალიან წინ წავედით დამოუკიდებლობის გზაზე. თუ თქვენ შეადარებთ 10 წლის წინანდელ სასამართლოს ძალიან ბევრ განსხვავებას ნახავთ სწორედ ამ კუთხით. გაცილებით უფრო ძლიერია დღეს სასამართლო სისტემა, გაცილებით უფრო დამოუკიდებელია, თუმცა მთავარი მიზანი მაინც რჩება იმ წერტილამდე მისვლა, რასაც ჰქვია სრული დამოუკიდებლობა. დღეს, რომ ჩვენი სისტემა დამოუკიდებელია, ამას არა მარტო ჩვენს ინფორმაციაზე დაყრდნობით ვამბობთ, არამედ ჩვენი ხელისუფლებაც ხშირად აღიარებს ამას. ამ მიმართულებით ხარვეზები არის კვლავ დარჩენილი, რაც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს", - განაცხადა კუბლაშვილმა.

მისივე თქმით, ვინც არ უნდა იყოს მისი შემცვლელი, ყველაზე მთავარია მან გაიხედოს წინ და იფიქროს იმაზე რომ გააკეთოს ის, რაც დარჩა მიუღწეველი მისი ხელისუფლების პერიოდში.

"მინდა ვუთხრა მომავალ თავმჯდომარეს, რომ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ შეძლოს მოსამართლეთა უვადო დანიშვნა. ეს იყო რასაც ვერ მივაღწიეთ, ჩვენ მივაღწიეთ, რომ ჩაიწერა კონსტიტუციაში ეს დებულება, მაგრამ ვერ მივაღწიეთ რეალურად ასეთი ვადით მოსამართლეების დანიშვნას. ეს იქნება მთავარი რაც უნდა გააკეთოს ახალმა თავმჯდომარემ", - განაცხადა კუბლაშვილმა.

მისივე თქმით, ახალი თავმჯდომარე მნიშვნელოვანია ორიენტირებული იყოს მომავალზე.

"არ შეიძლება წარსულში დაბრუნება. წარსულის საკითხების ამოწევით წინ ვერ წავალთ. ჩვენ სისტემას ძალიან ბევრი ქარტეხილი გამოუვლია, ძალიან მძიმე პერიოდი გამოუვლია, თუმცა დღეს ისეთ ეტაპზეა, რომ არ არის ბევრი დარჩენილი იმის სათქმელად, რომ სისტემა დამოუკიდებელია", - განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა.

უზენაესი სასამართლო თავმჯდომარის პოსტზე კონსტანტინე კუბლაშვილს უფლებამოსილების ვადა 23 თებერვალს ეწურება. პრეზიდენტმა პარლამენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურა წარუდგინა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება