პრეზიდენტი ელის, რომ პარლამენტი ნინო გვენეტაძის კანდიდატურას პირველივე რაუნდში მხარს დაუჭერს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ელის, რომ პარლამენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურას პირველივე რაუნდში დაუჭერს მხარს. პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ გადაწყვეტილება ძალიან მაღალი კონსენსუსით იქნება მიღებული.

"მე პარლამენტისგან ველი დადებით გადაწყვეტას. იმედი მაქვს, ეს იქნება ძალიან მაღალი კონსენსუსით მიღებული გადაწყვეტილება. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ პირველივე რაუნდზე გავიდეს კანდიდატი?! იმისთვის, რომ სასამართლოს ჰყავდეს ძლიერი მანდატის თავმჯდომარე, დროზე დაიწყოს რეფორმები და სასამართლოს ნდობის იმპულსი აღდგეს", - განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, ნინო გვენეტაძე მართლმსაჯულების და სასამართლო სისტემის დაცვის სიმბოლოა. "ჩვენ გამოვედით 4 კრიტერიუმით, რომელთა შესახებ ყველა შეთანხმდა. ამ ღია პროცესის შედეგად, ამ 4 კრიტერიუმის საფუძველზე გავიარეთ ყველა კანდიდატის შეხედულებები. ამ დიდი შრომის შედეგად, რომელიც განახორციელა ჩემმა გუნდმა, მივიღე გადაწყვეტილება ნინო გვენეტაძის დასახელების შესახებ. მისი კანდიდატურა გამყარებულია ბევრი არგუმენტით. ის არის სიმბოლო მართლმსაჯულების და სასამართლო სისტემის დაცვის. ეს არის ადამიანი, რომელმაც თავისი ცხოვრების გზა განვლო ისე, რომ გახდა ჩვენი საზოგადოებისთვის სამართლიანობის სიმბოლო", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება