ზაქარია ქუცნაშვილი ნინო გვენეტაძის კანდიდატურის განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზაქარია ქუცნაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის განხილვის პროცესში მონაწილეობას არ აპირებს.

როგორც დეპუტატი აცხადებს, 17:00 საათზე დანიშნულ ფრაქციის სხდომაზე მივა, კოლეგებს მიმართავს და შეხვედრას დატოვებს.

"არ მინდა, ფრაქციის წევრები პოზიციის ჩამოყალიბებისას შებოჭილი იყვნენ და რამე ზეგავლენას განიცდიდნენ. ამიტომ მათ მივმართავ, მაგრამ განხილვაში მონაწილეობას არ მივიღებ", - აცხადებს დეპუტატი, რომელიც ერთ-ერთი იყო იმ პირთა შორის, ვინც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენის სურვილს გამოთქვამდა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებულ კანდიდატურაზე პოზიციის ჩამოყალიბებას და სათანადო გადაწყვეტილების მიღებას მმართველი გუნდი დღეს აპირებს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებოით პარლამენტში ფრაქციის, ხოლო 18:00 საათისთვის უმრავლესობის სხდომის გამართვა იგეგმება.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ორივე სხდომა დახურული იქნება, სადაც უშუალოდ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის ნინო გვენეტაძის მოსმენა არ იგეგმება.

გვენეტაძეს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოუსმენენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება