ნინო გოგუაძე არ გამორიცხავს, უმრავლესობამ ნინო გვენეტაძის კანდიდატურა ჩააგდოს

"თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელი დეპუტატი ნინო გოგუაძე არ გამორიცხავს, რომ მმართველმა უმრავლესობამ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილ ნინო გვენეტაძეს მხარი არ დაუჭიროს და კენჭისყრის დროს ჩააგდოს.

როგორც გოგუაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამ შემთხვევაში შესაძლოა იკვეთებოდეს "ნაციონალური მოძრაობისა" და ხელისუფლების ერთობლივი ინტერესი, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ნინო გვენეტაძის კანდიდატურტის ჩაგდების შედეგად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობა კოტე კუბლაშვილის მოადგილე ზაზა მეიშვილმა შეასრულოს.

"აქ ძალიან ბევრი პოლიტიკური ნიუანსი იკვეთება, მათ შორის, ის რომ ნინო გვენეტაძის კანდიდატურა პრეზიდენტმა ერთ-ერთი იმ კრიტერიუმით შეარჩია, რომ ის უნდა იყოს დამოუკიდებელი ფიგურა და დაიცვას სასამართლოს დამოუკიდებლობა. "ქართული ოცნების" ხელისუფლებას კი, დამოუკიდებელი ფიგურები არ მოსწონს და არ აწყობს. თუ დააკვირდებით სახელისუფლებო თანამდებობის პირები იმ ნიშნით არიან შერჩეული, რომ რაც შეიძლება დამოკიდებული იყვნენ საერთო გუნდურ თუ ერთი კაცის გადაწყვეტილებაზე. ალბათ, ნინო გვენეტაძის კანდიდატურას ჩააგდებენ", - განუცხადა ჟურნალისტებს ნინო გოგუაძემ.

ნინო გვენეტაძისთვის კომიტეტს გუშინ უნდა მოესმინა, თუმცა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა პარლამენტში ორჯერ ჩაიშალა. სხდომის ჩაშლის მიზეზი კვორუმის უქონლობა გახდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება