ნინო გვენეტაძე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნამდე სამწლიანი გამოსაცდელი ვადის არსებობას მხარს უჭერს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, ნინო გვენეტაძე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნამდე სამწლიანი გამოსაცდელი ვადის არსებობას მხარს უჭერს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირება ნინო გვენეტაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სთხოვეს.

"ამ მიმართულებით კანონში განხორციელებულ ცვლილებებს დეტალურად ვიცნობ. ვფიქრობ, რომ მექანიზმები, რომელიც გამოსაცდელი ვადის ფარგლებში მოსამართლის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მოღვაწეობის უზრუნველსაყოფად არის გაწერილი, შესასრულებლად რთულია, მაგრამ შესაძლებელია. ვფიქრობ, საპრობაციო ვადა არის კიდევ ერთი სტიმული მოსამართლისთვის, რომ მან გამოსაცდელი პერიოდის წარმატებით გავლის შემთხვევაში, საზოგადოებას განჭვრეტადი და მაღალი სტანდარტის გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი მისცეს", - განაცხადა ნინო გვენეტაძემ კომიტეტის სხდომზე.

მისივე თქმით, თუკი საპრობაციო ვადის განმავლობაში რაიმე ტიპის ხარვეზები გამოვლინდება, სასამართლო ხელისუფლებამ სათანადო საკანონმდებლო ცვლილებების ლობირების გზით, სასურველი შედეგის მიღება უნდა შეძლოს.

ნინო გვენეტაძეს ამ წუთებში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ფარგლებში უსმენენ, სადაც მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა მოსამართლეთა გამოსაცდელ ვადასთან დაკავშირებით საკუთარი დადებითი პოზიცია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება