ანნა დურიცკაია ე.წ. სიცრუის დეტექტორის მეშვეობით დაკითხვაზე უარს აცხადებს

ბორის ნემცოვის მკვლელობის მთავარი თვითმხილველი, ანნა დურიცკაია პოლიგრაფის (ე.წ. სიცრუის დეტექტორის) მეშვეობით დაკითხვაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ გამოცემა "ინტერფაქსს" უკრაინელი გოგონას ადვოკატმა ვადიმ პროხოროვმა განუცხადა.

"ჩვენი პოზიცია ასეთია: პოლიგრაფით დაკითხვით ისინი ახალი სამხილების გამოვლენას არ ცდილობენ, მათ სურთ დაადგინონ ილაპარაკა თუ არა დურიცკაიამ სიმართლე. მის სიმართლეში კი არავის ეპარება ეჭვი. ამიტომაც ჩვენ პოლიგრაფით დაკითხვაზე უარს ვაცხადებთ. ის ახლა მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება, პოლიგრაფით დაკითხვა კი მისთვის დამატებითი სტრესი იქნება", - განაცხადა ადვოკატმა, ვადიმ პროხოროვმა.

ბორის ნემცოვი მოსკოვის ცენტრში 27 თებერვალს, გვიან ღამით მოკლეს. რუს ოპოზიციონერს 3 მარტს, მოსკოვში, ტროეკუროვსკოეს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს