ექსპერტ ლევან ჩაჩუას განაჩენი უახლოეს ორ პროცესზე დადგება

ჟვანიას საქმეზე ბრალდებული ექსპერტის, ლევან ჩაჩუას განაჩენი უახლოეს ორ პროცესზე დადგება, - ამის შესახებ დღეს, საქალაქო სასამართლოში დასკვნითი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ დაცვის მხარის ადვოკატმა, ზურაბ ტაბიძემ განაცხადა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, შემდგომი პროცესი 11 მარტს ჩაინიშნა, სადაც მხარეები რეპლიკის ეტაპზე გადავლენ, რის შემდეგაც ბრალდებული საბოლოო სიტყვას იტყვის და მოსამართლე განაჩენის მისაღებად სათათბიროდ გავა.

რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, დაცვის მხარემ დღეს დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. ადვოკატებმა პროცესზე აღნიშნეს, რომ წარდგენილ ბრალდებასთან ექსპერტ ლევან ჩაჩუას კავშირი არ აქვს. ადვოკატების განცხადებით, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემთხვევაში საქმე არ გვაქვს მკვლელობასთან. ბრალდებულის დამცველებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ამ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ ჟვანია CO-თი მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა. მათი თქმით, ლევან ჩაჩუა უდანაშაულოა, თუმცა ბრალდებულის სკამზე ზის.

"გვწამს და გვჯერა, რომ სასამართლო მივა დასკვნამდე და გამოიტანს ლევან ჩაჩუას მიმართ გამამართლებელ განაჩენს. ჩვენ ვუთხარით პროკურორებს, რომ მათ მიერ სასამართლოში შემოტანილი სისხლის სამართლის საქმე უკან გაიტანონ საპროცესო კოდექსის საფუძველზე, რის შემდეგაც პროკურორებმა რეპლიკის წერილობით წარმოდგენის შუამდგომლობით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს პროცესის გადადება", - განაცხადა ადვოკატმა ზურაბ ტაბიძემ.

პროკურორ რევაზ ნადოის თქმით კი, ბრალდების მხარე არ აპირებს საქმის სასამართლოდან გატანას. პროკურორის თქმით, დღეს დაცვის მხარისგან მოისმინა ისეთი დასკვნითი სიტყვა, რომელიც არგუმენტებით არ არის გამყარებული.

"დაცვის მხარეს არ აქვს გაცნობიერებული, რას ვედავებით ლევან ჩაჩუას. ჩაჩუას დანაშაულებრივი ქმედება დაიწყო და დამთავრდა პროზექტურაში. დაცვის მხარე კი დასკვნით სიტყვაში ვრცლად საუბრობდა პრემიერის სახელმწიფო დაცვის წარმომადგენლების ქმედებებზე, რომელიც არაფერ შუაშია ჩაჩუას ბრალდებასთან. ჩვენი დასკვნითი სიტყვა გაჯერებული იყო არგუმენტებით და კონკრეტული მტკიცებულებებით. სამწუხაროდ, დაცვის დასკვნით სიტყვაში მსგავსი ვერაფერი მოვისმინე", - განაცხადა რევაზ ნადოიმ.

შემდეგი პროცესი 11 მარტს გაიმართება, სადაც მხარეები რეპლიკის ეტაპზე გადავლენ, რის შემდეგაც ბრალდებული საბოლოო სიტყვას იტყვის და მოსამართლე დავით მგელიაშვილი განაჩენის მისაღებად სათათბიროდ უნდა გავიდეს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია