პოლონელ და ლატვიელ პოლიტიკოსებს ბორის ნემცოვის დაკრძალვაზე დასწრების საშუალება არ მისცეს

პოლონეთის სენატის სპიკერი ბოგდან ბორუსევიჩი და ლატვიელი ევროპარლამენტარი სანდრა კალიენტე ბორის ნემცოვის დაკრძალვაზე დასასწრებად რუსეთში არ შეუშვეს.

სააგენტო "უნიანის" ინფორმაციით, ბოგდან ბორუსევიჩი სათავეში უნდა ჩადგომოდა პოლონეთის დელეგაციას, სანდრა კალიენტე კი ლატვიას და ევროპის სახალხო პარტიას წარმოადგენდა.

პოლონეთის სენატის სპიკერმა აღნიშნა, რომ გაოცებულია რუსეთის ხელისუფლების ასეთი გადაწყვეტილებით და როგორც პოლონური, ისე რუსული საზოგადოება ამ ფაქტიდან დასკვნას გამოიტანს.

პოლონეთში რუსეთის საელჩოს პრესმდივანმა, ვალერია პერჟინსკაიამ განაცხადა, რომ ბოგდან ბორუსევიჩი იმ პირთა სიაშია, რომლებსაც ანტირუსული სანქციების დაწესების გამო რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ.

ევროდეპუტატს ლატვიიდან სანდრა კალიენტეს კი "შერემეტევოს" აეროპორტის დატოვების საშუალება არ მისცეს. მას დიპლომატიური პასპორტი ჩამოართვეს და არ უბრუნებენ. ლატვია რუსეთის გადაწყვეტილებით აღშფოთებულია.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს