მიხეილ სააკაშვილი - მიკვირს, რომ ბორის ნემცოვი ამ დრომდე არ მოკლეს

მიკვირს, რომ ბორის ნემცოვი ამ დრომდე არ მოკლეს, - ეს კომენტარი საქართველოს ექსპრეზიდენტმა და უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მრჩეველმა, მიხეილ სააკაშვილმა "სიენენის" ეთერში განაცხადა.

მან ასევე გაიხსენა ბორის ნემცოვთან ბოლო შეხვედრა კიევში, რომელიც მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე შედგა.

"ჩვენ ვისაუბრეთ უკრაინაზე, ვინაიდან ის ამზადებდა მოხსენებას უკრაინაზე. სადილის დროს მან მკითხა, თუ რატომ ვიყავი დაცვის გარეშე და გამაფრთხილა რომ არასოდეს წავსულიყავი სადმე მარტო. რამდენიმე დღის შემდეგ კი ის სწორედ პირადი დაცვის გარეშე იყო, როდესაც მოკლეს. მსგავს ვითარებაში ბევრი დაიღუპა. როდესაც საქმე გაქვს "მაფიოზურ" მთავრობასთან, აღარ არის გასაკვირი მსგავსი შემთხვევები", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება