რუსული მედიის ვერსიით, ნემცოვის მკვლელობის სავარაუდო ორგანიზატორი გარდაცვლილი იპოვეს

რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობის ორგანიზატორი შესაძლოა, ჩეჩენი ასლან ალხანოვი იყოს, - ამის შესახებ გამოცემა "ვერსია.რუ" იტყობინება.

ალხანოვი 28 თებერვალს, ნემცოვის მკვლელობიდან ერთი დღის შემდეგ, მოსკოვში მდებარე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მას ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა სახის არეში ჰქონდა მიყენებული.

პოლიცია ვარაუდობს, რომ მან თავი მოიკლა. თუმცა, როგორც ბლოგერი ტატიანა ვოლკოვა  წერს, ალხანოვი გამოძიებისთვის საჭირო პირი იყო, ამიტომაც მისი "თვითმკვლელობა დროული იყო".

ბორის ნემცოვი 27 თებერვალს საღამოს კრემლის სიახლოვეს ხიდზე მოკლეს. მას 4 ტყვია ზურგის არეში მოხვდა, რის შედეგადაც იგი ადგილზევე გარდაიცვალა.

ბორის ნემცოვის დაკრძალვის ცერემონიალი დღეს გაიმართება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება