ევროკავშირი ნემცოვის დაკრძალვაზე ევროპარლამენტარების რუსეთში შესვლის აკრძალვის ფაქტს გმობს

ევროკავშირი გმობს რუსეთში ბორის ნემცოვის დაკრძალვის ცერემონიალზე წასული ევროპარლამენტარების არშეშვების ფაქტს. ამის შესახებ "ფრანს პრესის" ცნობით, ევროკომისარ ფედერიკა მოგერინის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მაია კოსიანჩიჩმა განაცხადა.

"ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მსგავსი რამ დაუსაბუთებელი მიზეზებით ხდება", - განაცხადა კოსიანჩიჩმა.

მისივე თქმით, მსგავსი ქმედება ეწინააღმდეგება ფუნდამენტურ პრინციპებს.

ბორის ნემცოვის დაკრძალვის ცერემონიალზე დასასწრებად რუსეთში პოლონეთის სენატის სპიკერი, ბოგდან ბორუსევიჩი და ლატვიელი ევროპარლამენტარი სანდრა კალიენტე არ შეუშვეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება