კომპანია "იფქლის" თეთრი და რუხი "ბატონი" პური 10 თეთრით გაძვირდა

კომპანია "იფქლის" თეთრი და რუხი "ბატონი" პური 10 თეთრით გაძვირდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კომპანიაში განუცხადეს. რაც შეეხება კომპანია "იფქლის" საკონდიტრო ნაწარმს, მასზე ფასი გაზრდილი არ არის.

"ჩვენს საკონდიტრო ნაწარმზე ფასი არ მატულობს. რაც შეეხება პურეულს, აქაც, ვინარჩუნებთ ჩვეულ ფასს პროდუქტების უმეტესობაზე. მაგალითად, არ იცვლება ჭვავის პურის ფასი. მხოლოდ პურეულის რამდენიმე სახეობა - თეთრი და რუხი "ბატონი" იცვლის ფასს. მიზეზი ისაა, რომ ჩვენ კონკურენტებთან შედარებით ძალიან დაბალ მარჟაზე ვმუშაობდით. ასევე, ითამაშა როლი ნედლეულის გაძვირებამ, როგორებიცაა, ფქვილი, მარილი და საფუარი. კომპანია ინარჩუნებს კონკურენტუნარიანობას ბაზარზე, რადგანაც "იფქლის" პროდუქტებზე ფასი მატების მიუხედავად უფრო დაბალია, ვიდრე სხვა საწარმოების პროდუქტებზე ამავე ინდუსტრიაში", - აცხადებენ კომპანიაში.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ