ყაზბეგის გამზირზე, #42-ში, თბილისის პრობაციის ბიუროს ახალი შენობა გაიხსნა. შენობა სასჯელაღსრულების მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა , მინისტრის მოადგილემ კახა კახიშვილმა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გიორგი არსოშვილმა გახსნეს.
როგორც მღებრიშვილმა განაცხადა, რეკონსტრუქციის შედეგად, პირობით მსჯავრდებულებისთვის მოეწყო თანამედროვე ტიპის სარეგისტრაციო სივრცე, ინდივიდუალური გასაუბრებისა და ჯგუფური თერაპიის ოთახები, ასევე პრობაციის ოფიცრების, სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების კაბინეტები.
ახალ ბიუროში ასევე განთავსებულია ვიდეოპაემნის სერვისი.
"ახალ ოფისში ყველა პირობაა შექმნილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. პირობების საგრძნობლად გაუმჯობესება თბილისის პრობაციის ბიუროს თანამშრომლებს დაეხმარება მათ წინაშე არსებული ამოცანების წარმატებით განხორციელებაში, პრობაციონერებისთვის ცხოვრებისეული პერსპექტივის შექმნასა და ახალი უნარ-ჩვევების შეძენაში", - განაცხადა გიორგი მღაბრიშვილმა.
მინისტრის თქმით, ინფრასტრუქტურის განვითარება პრობაციის სისტემის რეფორმის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს.
პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის გიორგი არსოშვილის განცხადებით, თბილისის ბიურო 6 ათასამდე პრობაციონერს მოემსახურება.
როგორც ცნობილია, თბილისის გარდა, განახლებული ოფისები თელავში, ტყიბულში, ზესტაფონში, ხულოსა და შუახევში გაიხსნა.