ილია იაშინი აცხადებს, რომ უკრაინის კონფლიქტზე ნემცოვის მიერ მომზადებულ ანგარიშს გამოაქვეყნებს

რუსი ოპოზიციონერი, ილია იაშინი აცხადებს, რომ ბორის ნემცოვის მიერ მომზადებულ ანგარიშს გამოაქვეყნებს. ამის შესახებ იაშინმა ბრიტანულ გამოცემა The Times-ს განუცხადა. მისი თქმით, დოკუმენტში უკრაინის კონფლიქტში რუსული სამხედრო ტექნიკის მონაწილეობის შესახებაა საუბარი და ამის დამადასტურებელი სამხილებია მოყვანილი.

ილია იაშინი ასევე აცხადებს, რომ ანგარიშის სრული ვერსია ბორის ნემცოვს საკუთარ სახლში კომპიუტერში ჰქონდა შენახული, რომელიც მისი მკვლელობის შემდეგ პოლიციამ ამოიღო.

თუმცა, ნემცოვის თანამოაზრე იაშინი ამბობს, რომ ის ცდილობს ყველა მნიშვნელოვანი სამხილის მოძებნას, რასაც საზოგადოება მალე იხილავს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა